ად-ნი, რ-ის ფს-კური წყობა, მსოფლმხედველობა, აზროვნება, ზნე-ჩვეულებები, ქცევა არაცივილიზებულია და ემსგავსება განვითარების პირველყოფილ საფეხურზე მდგომი ად-ნის ფს-კას.
სიღრმითი ფს-გიის თვალსაზრისით /ლ. კლაგესი, ზ. ფროიდი, ფ. ლერში, ა. ადლერი და სხვა/, რაც უფრო დაბალია მოქმედი ფს-კური ფენა პიროვნების ვერტიკალურ განზომილებაში, მით უფრო პირველყოფილ გამოვლინებასთანაა იგი დაკავშირებული /დაბალ, ვიტალურ გრძნობებთან, აფექტებთან, ლტოლვებთან, სიზმრებთან, ცრუმორწმუნეობასთან/. ამ ფენით მოქმედი ად-ნი პ. ად-ია. რაც უფრო მაღალია და ახალია მოქმედი ფს-კური ფენა, ფს-კის ვერტიკალურ განზომილებაში, მით უფრო მაღალი, თანამედროვე და ცივილიზებულია ად-ნი, იგი ინტელექტუალური არსებაა, ნებისყოფით და მაღალი ღირებულების იდეით მოქმედი, რ-იც არ ემორჩილება ინსტინქტის კარნახს. ამ თვალსაზრისით, ყოველ ად-ნში, შეიძლება პრიმიტიული ად-ნიც ცოცხლობდეს და მაღალიც. თავისი აზროვნებით და მსოფლმხედველობით პ. ა. 4-7 წლის ასაკის ბ0ვის მსგავსია. ამიტომ, ზოგი ფს-გი, ბ0ვის ამ პერიოდს მაგიურ პერიოდს უწოდებს/იხ. მაგიური აზროვნება/.