A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ანა ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანს ანტ

ანომალიური ბავშვი

Gk. anomalia არაერთიანობა, არამსგავსება, არანორმალობა

ბ-ვი, რ-აც აქვს ფს-კური ან ფიზ. დეფექტი.

ანომალია ორი სახისაა: შეძენილი და თანდაყოლილი. თანდაყოლილი ანომალია გამოწვეულია ან მემკვიდრეობითი ფაქტორებით ან ემბრიონზე უარყოფითი ქიმიური, მექანიკური და ტემპერატურული ზეგავლენით (ინტოქსიკაცია, ტრავმა, გაციება). შეძენილი ანომალია ძირითადად გამოწვეულია ადრიან ბ-ვობაში (დაბადებიდან პირველი 2−3 წელი) გადატანილი მძიმე დაავადებით (ეპიდემიური მენინგიტი, პოლიომიელიტი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ). ა. ბ. საჭიროებს საგანგებო სწავლა–აღზრდას სპეციალურ საწესებულებაში.

ა. ბ-ვების ძირითადი ჯგუფები:

1. ბ-ვები სმენის დეფექტებით (ყრუ–მუნჯები, გვიან დაყრუებულნი, სუსტი სმენის ბ-ვები);

2. ბ-ვე- ბი მხედველობის დეფექტით (უსინათლონი, სუსტად მხედველნი);

3. ყრუ- მუნჯ-უსინათლონი;

4. გონებრივად ჩამორჩენილნი (დებილი, იმბეცილი, იდიოტი);

5. მეტყველების მძიმე დარღვევით (ალალია, აფაზია, დიზარ- თრია, ენაბლუობა).

ა. ბ-ვის სწავლა–აღზრდა წარმოებს მათი გონებრივი და ფიზ. დეფექტის თავისებურებათა შესატყვისად, სპეციალურად ორგანიზებულ პირობებში. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა ა. ბ-ვმა (გონებრივად სუსტი ბ-ვის გარდა) მიაღწია განვითარების მაღალ დონეს, დაეუფლა მეცნ-ულ ცოდნას და გახდა საზოგადოებრივად სასარგებლო ად-ნი. მაგ, ყრუ-მუნჯ–ბრმა ამერიკელმა ელენ კელერმა (დ. 1880) დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო სამეცნიერო ხარისხი. ყრუ-მუნჯ-ბრმა ლაურა ბრიჯმენი (1829— 1889, ამერიკა) დაეუფლა წერა-კითხვას და მიაღწია გონებრივი განვითარების მაღალ დონეს. ჩვენში ცნობილია ოლღა ივანეს ასული სკოროხოდოვა ( დ. 1914), ადრეულ ბავშვობაში დაკარგა სმენა და მხედველობა და ჩქარა. შემდეგ – მეტყველებასაც სწავლობდა ხარკოვში, უსინათლო და ყრუ-მუნჯ ბავშვთა სკოლა-კლინიკაში. მიიღო უმაღლესი განათლება, დაიცვა პედ. მეცნ. ხარისხი, ეწევა მეცნიერულ და საზოგადოებრივ მუშაობას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9