A E

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო

პრობლემური ყუთის მეთოდი

ზოოფს-გიაში ცხოველის სწავლების უნარის კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. კვლევის აპარატი შემუშავებულია ამერ. ფს-გების ე. თორნდაიკისა და ნ. სკინერის მიერ. ყუთი წარმოადგენს გალიას, რ-ის კარი რაზით იკეტება. ცდა შემდეგში მდგომარეობს, მშიერი ცხოველი, მაგ., ძაღლი, დამწყვდეულია გალიაში, გალიის გარეთ ცხოველი ხედავს საჭმელს მშიერი ცხოველი კედლებს აწყდება, უნდა გამოვიდეს გალიიდან. ამისათვის მრავალ მოძრაობას მიმართავს, მაგრამ, ამათგან მხოლოდ ერთია გამოსადეგი: თუ ცხოველი თათს, ან დრუნჩს გამოჰკრავს კარს, ის გაიღება. პირველად ცხოველი ამ მოძრაობას შემთხვევით მიაგნებს ამ ცდის მრავალჯერ გამეორების შედეგად ცხოველი უკვე აღარ „ცდება“. გალიაში მოთავსებული, იგი მყისვე გარბის კარებისკენ, თათით ან დრუნჩით რაზას ძირს სწევს, კარები იღება და ცხოველი საჭმელს ეუფლება. ე. ი. ცხოველს შეუმუშაედება გარკვეული მოქმედების ჩვევა, რ-ის ფიზიოლ. მექანიზმი იგივეა, რაც ი. პავლოვის პირობითი რეფლექსისა. ანალოგიურია ცხოველის ქცევა, როცა ის გარეთაა, და გალიის კარი გარედანაა გადარაზული, ხოლო საჭმელი გალიის შიგნითაა მოთავსებული. არსებობს პრობლემური ყუთის მრავალი ვარიაცია. ყველა ისინი ემსახურება ჩვევის შემუშავების შესწავლას ცხოველთან.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9