A E

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო

პროექცია

L. projection წინ გადასროლა

1. სუბ-ის მიერ თავისი განცდების, ცნობიერების შინაარსების / შეგრძნების, აღქმის, აზრების, ემოციის/ გადატანა სხვა ად-ნზე, საგანზე ან ცხოველზე. მაგ. ცხოველს იგი აღიქვამს, რ-რც ბოროტს, კეთილს და სხვ. ამ შემთხვევაში სუბ თავისი განცდების ობიექტივაციას, გარეთ გატანას ახდენს, თავის განცდებს ცხოველს მიაკუთვნებს.

2. ფროიდის ფსი-ქოანალიზში დაცვითი მექანიზმის ერთ–ერთი სახეა, ნიშნავს განდევნილი, არაცნობიერად ქცეული განცდის სხვა სუბ-ზე გადატანას, არასასურველი უსიამოვნო განცდის გამომწვევი მიზეზის სხვისთვის მიწერას ამის შედეგად თვითონ სუბ. თავისუფლდება შემაწუხებელი არაცნობიერი განცდებისაგან, მაგრამ მას არსებითად ეცვლება დამოკიდებულება იმ სუბ-ისადმი, რომელზედაც მან ეს განცდები გადაიტანა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9