A E

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო

პროექციული მეთოდი

პიროვნების კვლევის მეთოდი ტესტური ექსპ-ით. ცპ-ს აწოდებენ ოპტიკური შინაარსის მასალას: სურათებს, ფერებს, ფიგურებს, ლაქებს და სთხოვენ ჩვენებას, თუ რას აგონებს მას ესა თუ ის მასალა. თვით მასალა, რ-აც ცპ-ს აწვდიან, სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ცპ-ს თავის ჩვენებებში თავისი განცდები - ემოციები, აფექტები, რისხვა, სიყვარული, სურვილები და სხვ. გადააქვს მიწოდებულ მასალაზე, ახდენს მათ პროექციას, რითაც ამჟღავნებს თავის არაცნობიერ /დაფარულ/ ფს-კურ პოზიციას. მიღებული მასალის ფს-გიურმა ანალიზმა უნდა გამოარკვიოს, აღმოაჩინოს ცპ-ის ეს დაფარული პიროვნული თავისებურებანი. პ. მ-ს დიაგნოსტიკური მნიშვ. აქვს. /იხ. თემატიკური აპერცეფციის ტესტი, რორშახის ტესტი/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9