A E

ჟე ჟი
ჟინ

ჟინიანობის ხანა

G. Trotzalter

შარლოტა ბულერის მიერ შემოტანილი ტერ. აღნიშნავს: ბვ-ის განვითარებაში პერიოდს, როცა ქცევის დამახ. თავისებურება – ჯიუტობაა /იხ. ჯიუტობა/. ჟ. ხ. თავდაპირველად თავს იჩენს სამი წლის ასაკში და მას „პირველი ჟინიანობის ხანას“ უწოდებენ. ბ-ვს უჩნდება გარკვეული სურვილი, მოითხოვს მის დაკმაყოფილებას, არაფერს არ უწევს ანგარიშს, ურჩობს, ტირის. ეს პერიოდი ხანმოკლეა, გრძელდება 4 წლამდე. ფს-გიაში აღნიშნავენ აგრეთვე „მეორე ჟინიანობის პერიოდს“, როცა მოზარდი თავის „მე“-ს, თავისი პიროვნების გამოკვეთის მისწრაფებას ამჟღავნებს, ავლენს უარყოფით დამოკიდებულებას სოც. გარემოსთან, ამხედრებულია თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ, უარყოფს ავტორიტეტს და თვითდამკვიდრებისთვის იბრძვის. „მეორე ყინიანობის პერიოდი“ თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების დაწყებასთან ერთად /11 –12 წწ./. განსაკუთრებით მწვავე ხასიათს ატარებს წინაპუბერტატულ პერიოდში /12 –14 წწ., სწვდება აგრეთვე პუბერტატულ პერიოდსაც, ვიდრე სქესობრივი მომწიფების დამთავრებამდე. /14- 17 წწ. ვაჟებისათვის, 13–16 წწ. ქალებისათვის/. აღნიშნული პერიოდის საზღვრები ტემპერამენტისა, კლიმატის, ინდივიდუალობისა და სოციალური პირობების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ქვევით დაიწიოს ან ზედა საზღვარს გადააცილოს.

მკვლევართა აზრით /შ. ბიულერი, ვ. შტერნი, დ. უზნაძე/, ჟინიანობის ორივე პერიოდი /პირველი ჟ. ხ. და მეორე ჟ. ხ./ დაკავშირებულია საკუთარი პიროვნების ფორმირებასთან, „მე“-ს ცნობიერების გაძლიერებულ აქტიურობასთან. სამი წლის ასაკში, ახლად ფეხადგმულ და თავისუფალ მოძრაობას დაუფლებულ ბ-ვებში პირველად იღვიძებს „მე“-ს ცნობიერება და მასთან ერთად თავს იჩენს საკუთარი მოთხოვნილებები და მოთხოვნები, ხოლო მომწიფების ხანა ხასიათდება — „მე“-ს, საკუთარი პიროვნების, საკუთარი სახის ძიებით და დადგენით, გარემოსგან „მე“-ს გამოყოფით, ღირებულებათა ახლად შეფასებით და მათში საკუთარი ადგილის გამონახვით, „მე“-ს ცნობიერების ეს გაძლიერებული აქტიურობა უდევს საფუძელად „მე“-ს წინააღმდეგობას იმასთან, ვინც ან რაც უპირ. და ზღუდავს მას /იხ. ნებელობა/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9