მეხსიერების მოვლენა, აღმოაჩინა პ. რანშბურგმა. მდგომარეობს შემდეგში : სუბიექტი უკეთ იმახსოვრებს ისეთ ჰეტეროგენურ რიგს, რ-იც მხოლოდ განსხვავებულ ელემენტებს შეიცავს /ასოებს, ციფრებს, სიტყვებს, ფერებს და სხვა/, ვიდრე ისეთს, რ-შიც ერთი და იგივე ელემენტი სხვადასხვა ადგილას მეორდება /ჰომოგენური რიგი/. როგორც წესი, უკანასკნელ შემთხვევაში სუბ-ს ამახსოვრდება განსხვავებული ელემენტები, ხოლო გამეორებული ელემენტებიდან ერთ-ერთს ტოვებს. მაგ., ასოთა ჰომოგენურ რიგში: ყ, წ, მ, ჩ, წ, ბ, მეორდება ასო წ; ამ რიგის აღდგენისას ცპ. ასო წ-ს ასახელებს მხოლოდ ერთხელ, ე. ი. ნაცვლად 6 ელემენტისა აღადგენს მხოლოდ ხუთს. ამ მოვლენას რანშბურგმა იდენტურ გამღიზიანებელთა შეფერხება უწოდა /იხ.იდენტურ გამღიზიანებელთა შეფერხება/.