A E

რა რე რთ რი რო
რან რაპ რაც

რაციონალიზაცია

L. ratio გონება

1. მოქმედების, განსაკუთრებით შრომითი ქცევის, /მეურნეობის, მრეწველობის/ მოწესრიგება გონების, მეცნ-ის მონაცემების საფუძველზე. შრომის რაციონალურ პრინციპზე აგება შრომის მეცნ-ული ორგანიზაციის ამოცანას წარმოადგენს, რ-ის მიზანია ენერგიის მინიმალური ხარჯვით შრომის მაქსიმალური ნაყოფიერების მიღწევა.

დღევანდელი ტექნიკური მეცნ-ის განვითარების დონეზე ტექნიკა არსებითადაა ჩართული ად-ნის ცხოვრებაში, მის შრომით პროცესებში. ტექ. მეცნ-ის ძირითადი ამოცანა იმ მიზნისკენაა მიმართული, რომ შრომის პროცესის რაც შეიძლება მეტი ფუნქცია გადაეცეს მანქანას; ად-ნის მონაწილეობა შრომის პროცესში` მანქანის მართვით განისაზღვროს და მანქანისა და ად-ნის მუშაობა ერთმანეთს შეუფარდდეს. ამ ამოცანის გადაწყვეტაში უშუალო და წამყვანი როლი რ-ს ეკისრება. ცხოვრებისა და მეცნ-ის აღნიშნული მიზანი და ამოცანა რ-ის ძირითადი პრინციპის მინიმალური ენერგიის ხარჯვით მაქსიმალური პროდუქტის მიღების საფუძველზეა აღმოცენებული და მის რეალიზაციას ემსახურება. ტექნიკის მთელი დღევანდელი პროგრესი შრომის რ-ს გულისხმობს და ახორციელებს.

2 . ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიით რ. სუბ-ის „დაცვით“ ტენდენციას შეადგენს. ის /სუბ./ისწრაფვის არაცნობიერი ფენომენების საფუძვლად ცნობიერი მოტივები ჩათვალოს, არაცნობიერი მოტივი ცნობიერ მოტივად იგულისხმოს, არაცნობიერი მოქმედება ცნობიერ მოქმედებად აღიაროს და ცნობიერება და გონება /ratio / დაინახოს იქ, სადაც მხოლოდ არაცნობიერი სტიქია მეფობს. თვით ამ თეორიის აზრით, ეს, რასაკვირველია, სუბ-ის შეცდომაა. არსებითად არაცნობიერის მოქმედება არ არის რაციონალური მომენტების საფუძველზე აღმოცენებული, მაგ. - რომ სუბ-ის „ზე-მე“-ს მის კოგნიციურ პრინციპს სურს, რომ ყოველ მოქმედება ცნობიერების მონაწილეობით ხორციელდებოდეს და ამიტომ რაციონალურ მომენტს იქაც გულისხმობს, სადაც მას ადგილი არა აქვს, ე. ი. არაცნობთერ მოქმედებაში. ფროიდი ამას „დაცვითი მექანიზმის" მოქმედების ერთ-ერთ სახედ თვლის.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9