| | |
ფიზიოლ-ასა და ფს-გიაში - ცოცხალი ორგანიზმის საპასუხო მოქმედება გარეგან ან შინაგან გაღიზიანებაზე. ყოველი რ. სამი მომენტისაგან შედგება:
1. გარეგამღიზიანებლის მოქმედება რეცეპტორზე.
2. ამ გაღიზიანების გატარება, გადამუშავება ტვინის სათანადო ცენტრებში.
3. ორგანიზმის საპასუხო მოქმედება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყოველი რ. შეიცავს სენსორულ, ცენტრალურ პროცესებს და მოტორულ აქტებს /მოქმედებებს/. უფრო ვიწრო მნიშვ. ფს-გიაში რ. ეწოდება გარეგამღიზიანებლის მიერ გამოწვეულ ყოველ მოქმედებას. განასხვავებენ მარტივ და რთულ რ-ს. მარტივია რ. როდესაც საპასუხო მოქმედება უშუალოდ თან სდევს გამლიზიანებლის აღქმას, ე. ი. როცა ცენტრალური პროცესი წარმოადგენს აგზნების მხოლოდ გატარებას ცენტრიდან ეფექტორისაკენა რთულია რ. როცა გაღიზიანების აღქმასა და საპასუხო მოქმედებას შორის ადგილი აქვს აღქმული გაღიზიანების გადამუშავებას ც. ნ. ს-ში.
მარტივ რ-ს განეკუთვნება მოქმედება, რ-იც ყოველთვის ერთი და იმავე სახით სრულდება /მაგ., საორიენტაციო რეაქცია/, რთულს - როდესაც გამღიზიანებელზე საპასუხო მოქმედება მოითხოვს მრავალ გამღიზიანებელთა შორის ერთ-ერთის არჩევას. იმის მიხედვით, თუ რაზეა სუბ-ის ყურადღება მიმართული, რ-ის სენსორულ ნაწილზე თუ მის მოტორულ აქტებზე, განასხვავებენ სენსორულ და მოტორული რ-ს. სენსორული რ-ის დრო ვ. ვუნდტის გამოკვლევით, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მოტორულისა, რადგან სენსორული რ-ციის შემთხვევაში საჭირო ხდება გამღიზიანებლის გაცნობიერება /მოტანილი ინფორმაციის გადამუშავება/.
ფს-გიური რ-ის ერთ-ერთ სახელს წარმოადგენს ე. წ. ასოციაციური რ. ცპ-ის ეძლევა სიტყვა–გამღიზიანებელი და ევალება მოსმენისთანავე უპასუხის თავში მოსული პირველი სიტყვით, ან ისეთი სიტყვით, რ-იც გამღიზიანებელ სიტყვასთან გარკვეულ ლოგიკურ კავშირშია /იხ. ასოციაციური ექსპერიმენტი/.
რ-იის დრო ანუ სისწრაფე ტიპოლოგიურად განსხვავებულია. ზოგი ად-ნი გამღიზიანებელზე სწრაფად იძლევა რ-ს, ზოგი კიდევ–დაგვიანებით. ამაზეა დამოკიდებული ე. წ. „პიროვნული განტოლება“ /იხ./.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |