ფს-გიაში ექსპ-ის ერთ-ერთი სახე; შემოტანილია ფს-გიაში ფიზიოლ-დან ვ. ვუნდტის მიერ; გამოიყენება მარტივი აქტების შესასწავლად, ან საერთოდ, ყველა გარეგანი გაღიზიანების საპასუხო ფს-კური თუ მოტორული რეაქციების საკვლევად. რ. მ. შემდეგში მდგომარეობს: მიწოდებულ გაღიზიანებას ცპ-მა გარკვეული რეაქციით უნდა უპასუხოს, მაგ., მოსმენილ სიტყვას-თავში მოსული პირველი სიტყვით /იხ. ასოციაციური ექსპერიმენტი/, ან გაღიზიანებას, მაგ., ფერით, უპასუხოს მოძრაობით-ხელის აწევით. იზომება დრო, რ-იც გადის გაღიზიანების მიღებიდან პასუხის გაცემამდე /იხ. რეაქციის დრო/.