ად-ზე ზემოქმედების საშუალება, რ-ის მიზანია სხვადასხვა ფს-გიური ხერხებით შთააგონოს, განაწყოს სუბ. გარკვეული მოქმედების შესრულებისადმი, მაგ., გარკვეულ პიროვნებას გაუკეთოს პოპულარიზაცია; გააღვიძოს საზოგადოებაში მოტივები და ინტერესები ად-ნის შემოქმედების ნიმუშისადმი: თეატრი, მხატვრობა, პოეზია, მუსიკა და სხვა. განსაკუთრებით დიდი მნიშვ. აქვს ად-ზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით წარმოება-მრეწველობაში, რათა მომხმარებელმა გარკვეული საგანი შეიძინოს. რ. ცდილობს საუკეთესოდ წარმოუდგინოს მომხმარებელს ეს საგანი, მიაწოდოს მისი თვისებების შესახებ სრული ინფორმაცია, მოაწონოს ის და აღუძრას მისი შეძენის სურვილი. ამისათვის რ. მიმართავს საგნის სიტყვიერ დახას. : დასურათებას, გაფორმებას გარკვეული განათების და ფერების საშუალებით, რაც უნებლიედ იპყრობს ად-ნის ყურადღებას და აღუძრავს მისი შეძენის სურვილს.
რ. გამოყენებითი /პრაქტიკული/ ფს-გიის ნაწილია. ფართოდაა გამოყენებული კაპიტალისტურ ქვეყნებში, სადაც კერძო მწარმოებელთა შორის კონკურენციაა გამეფებული, რაც იძულებულს ხდის თითოეულ მწარმოებელს ფართოდ მიმართოს რ-ის ხერხს, რომ მიიზიდოს მყიდველი და ამით თავისი წარმოება უზრუნველყოს.