ფს-გია-ში: მეხსიერების ფაქტი /პირველად ბალარდის მიერ აღნიშნული/, ეხება დავიწყების და გახსენების ერთ-ერთ სპეციალურ მოვლენას. იგი შემდეგში მდგომარეობს: ერთხელ აღქმული რაიმე აზრიანი მასალის დამახსოვრება და მისი აღდგენა 1 −2 დღის გასვლის შემდეგ უფრო გაუმჯობესებულია, შინაარსეულად უფრო სრული, ნათელი და პლასტიკური, ვიდრე მისი დამახსოვრება და აღდგენა უშუალოდ აღქმის შემდეგ, მაშინვე. ცნობილია, რომ დავიწყება დროის ფუნქციაა და დადგენილია კიდეც მისი კანონი, რომლის თანახმად დასწავლილი მასალის დავიწყება ყველაზე ინტენსიურია სწორედ პირველი ორი დღის განმავლობაში დასწავლის შემ- დეგ. ამ პერიოდში ჰ. ებინგჰაუსის დავიწყების კანონის მიხედვით მისი მრუდი ეცემა დაახლოებით ვერტიკალურად ძირსა რ-იის შემთხვევაში, პირიქით, მასალის აღდგენა სწორედ ამ აღნიშნულ დროში ადის ზევით. გამოდის, რომ რ-იის ფაქტი და ებინგჰაუსის „დავიწყების კანონი“ საპირ. მოვლენებია. შემდეგი გამოკვლევებით /ს. რუბინშტეინი/ დადასტურდა, რომ ებინგჰაუსის აღნიშნული კანონი და რ. ორი სხვადასხვა ფაქტია და მათი დაპირისპირება უკანონოა.
რუსი ფს-ლოგის ს. რუბინშტეინის სპეციალური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ რ. დასამახსოვრებელი მასალის ხასიათით და მისადმი სუბ-ის დამოკიდებულებითაა განსაზღვრული. სახელდობრ, რ-ს ადგილი აქვს აზრიანი მასალის დამახსოვრების შემთხვევაში, უაზრო მასალაზე იგი არ შეიმჩნევა. აგრეთვე, ემოციურ-აფექტური შინაარსი უფრო შთამბეჭდავია, მისი დამახსოვრება უფრო სრულია, აღდგენა კი უფრო ადვილი და ზუსტი. ს. რუბინშტეინის აზრით, რ-ის შემთხვევაში, მასალის აღქმის შემდეგ, პირველი ორი დღის განმავლობაში, მიმდინარეობს აღქმულის გონებრივი გადამუშავება, მისი სისტემატიზება, რაც, მისი ვარაუდით, განაპირობებს მასალის დამახსოვრების და აღდგენის დიდ ეფექტს. ჰ. ებინგჰაუსის კანონი კი გამოხატავს ზეპირად დასწავლილი უაზრო მასალის დავიწყებას და გულისხმობს საკუთრივ მეხსიერების მუშაობას სხვა პიროვნული ფაქტორებისაგან იზოლირებულად, რ-ის შემთხვევაში კი მეხსიერების მუშაობაში ჩართულია სუბ-ის გონებრივი და ემოციური ფაქტორები. ამიტომ რ-ისა და ებინგჰაუსის „დავიწყების კანონის “ ურთიერთდაპირისპირება უმართებულოა. ჩვეულებრივ მეტყველებაში რ. გულისხმობს რაიმე დავიწყებული შთაბეჭდილების შემონახვას და მერე მის გახსენებას.