ასოციაციური შეკავების ერთ-ერთი სახე. მდგომარეობს შემდეგში: როცა ერთ ელემენტს, A-ს /დასწავლის გზით/ ასოციაციურად ვუკავშირებთ ორ ელემენტს: B-ს და C-ს ცალ-ცალკე, ასოციაციის განმტკიცების შემდეგ რ-მე ამ კავშირთაგანის აღდგენას ვახერხებთ, მაგრამ უფრო დაგვიანებით, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ორის ნაცვლად ერთ კავშირს ვამუშავებთ: ან A-B-ს ან A-C-ს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.