A E

რა რე რთ რი რო
რეა რეგ რეზ რეკ რელ რემ რეპ რეტ რეფ რეც

რეტროაქციური შეკავება

L. retro უკან, activus მოქმედი

უკუმოქმედება მეხსიერებაში. გ. ე. მიულერის მიერ დადგენილი კანონის მიხედვით, მეხსიერების მოქმედებაში აღინიშნება შემდეგი მოვლესა: ორ შინაარსს შორის დამყარებული ასოციაციური კავშირი უარყოფით გავლენას ახდენს წინათ შემუშავებული კავშირის მოქმედებაზე, თუ ამ შინაარსებს შორის ადგილი აქვს გარკვეულ მსგავსებას. მაგ., თუ დასწავლის შედეგად დამყარდა კავშირი a და b შინაარსს შორის, ხოლო მანამდე ასოციაციურად დაკავშირებული იყო c სთან, მაშინ ამ უკანასკნელი კავშირის /a - c/ გახსენება იმის შემდეგ, რაც ახალი კავშირი a — b/ დამყარდა, ძნელდება. ამრიგად, ახალი ასოციაციური კავშირების დადგენა უარყოფითად, შემაკავებლად, მოქმედებს ძველ ასოციაციურ კავშირებზე.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9