A E

რა რე რთ რი რო
რეა რეგ რეზ რეკ რელ რემ რეპ რეტ რეფ რეც

რეფლექსი

L. reflexus ასახვა–არეკვლა

ორგანიზმის კანონზომიერი, მიზანშეწონილი საპასუხო რეაქცია /მოქმედება/ გარეგან ან შინაგან გაღიზიანებაზე. რ. ხორციელდება რეცეპტორების ( შეგრძნების ორგანოების) გაღიზიანების შედეგად ც. ნ. ს-ის საშუალებით. რ. მიზანშეწონილია იმიტომ, რომ ამ მოქმედებით ორგანიზმი ეგუება იმ ცვლილებებს, რ-ებიც ან მასში, ან გარემოში ხდება. მაგ., გაღიზიანების ხასიათის მიხედვით კუნთი ან იკუმშება ან დუნდება, ჯირკვალი ან გამოყოფს სეკრეტს, ან წყვეტს სეკრეციას, სისხლ-ძარღვები ან ვიწროვდება, ან ფართოვდება და ა. შ. ბიოლოგიური მნიშვნელობის მიხედვით განასხვავებენ კვების, თავდაცვის, სასქესო, ლოკომოციის რ-ს. იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის გაღიზიანება, განასხვავებენ ექსტეროცეპტულ, ინტეროცეპტულ, პროპრიოცეპტულ რეფლექსს /იხ. რეცეპტორი/. იმის მიხედვით, თუ ც. ნ. ს–ის რა ნაწილთან არის დაკავშირებული რეფლექსი, გამოყოფენ სპინალურს /ზურგის ტვინის, ბულბურს /მოგრძო ტვინის/, მეზენცეფალურს / შუა ტვინის, დიენცეფალურს /შუამდებარე ტვინის/, კორტიკალურს /დიდი ტვინის ქერქის/ რ-ებს. ყველა რ-ს ყოფენ ორ მთავარ ჯგუფად: უპირობო, თანდაყოლილ რ-ებად და პირობით ანუ შეძენილ რ-ებად.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9