A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ანა ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანს ანტ

ან სულ, ან არაფრის კანონი

ფიზიოლ-ის კანონი, რ-იც შეიმჩნევა გაღიზიანებისა და აგზნების ურთიერთდამოკიდებულებაში. თანახმად ამ კანონისა, ქვეზღურბლული გამღიზიანებელი არ იწვევს ცოცხალ უჯრედში აგზნებას („არაფერი“), მაგრამ როდესაც გამღიზიანებელი ზღურბლურია ან ზეზღურბლური, მაშინ აგზნების სიძლიერე მაქსიმალურია („სულ“); ე. ი. ცოცხალი უჯრედი გაღიზიანებას თუ უპასუხებს, მთელი თავისი ენერგიით უპასუხებს და არა ნაწილობრივ.

„ან სულ, ან არაფრის კანონი“ თითქოს წინააღმდეგობაშია ვებერ ფეხნერის კანონთან, რადგან ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ გაღიზიანების ინტენსიურობის მატების კვალობაზე, გარკვეული წესით, მატულობს აგზნების ინტენსიურობაც და, მაშასადამე, სათანადო შეგრძნებაც. მაგრამ ეს წინააღმდეგობა მოჩვენებითია. საქმე ისაა, რომ ყოველი ნერვის ან კუნთის ღერო შედგება მრავალი ბოჭკოსაგან. როდესაც გაღიზიანება ზღურბლურია ან ზეზღურბლური, მაშინ ყველა ბოჭკო კი არ აღიგზნება, არამედ მხოლოდ ზოგიერთი. „ან ან სულ, ან არაფრის კანონი “ ვრცელდება ერთ მერვულ ან კუნთურ ბოჭკოებზე. თუ ბოჭკო აღიგზნო, ის მთელი თავისი მარაგით აღიგზნება. როდესაც გაღიზიანება მატულობს, მაშინ ბოჭკოების მეტი რაოდენობა აღიგზნება. ამიტომ საერთო ეფექტიც უფრო დიდია. ამით გასაგები ხდება ვებერ-ფესნერის კანონიც, რ-იც გულისხმობს, რომ მოქმედი გაღიზიანების ინტენსიურობის ზრდის შედეგად, გარკვეული წესით მატულობს შეგრძნებაცა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9