A E

რა რე რთ რი რო
რიგ რის

რიგიდობა

L. riginus უძრაობა, გაშეშება, მოუქნელობა

პიროვნების ტიპოლოგიურ-ფს-გიური თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ სუბ. თავის ქცევებში იჩენს ინერტულობას, ვერ ეგუება შეცვლილ სიტუაციას, ახალ სიტუაციაში ისე მოქმედებს რ-რც ძველ სიტუაციაში მომოქმედებდა. ვერ იჩებს პლასტიკურობას, გადანაცვლების უნარს.

რ., რ-რც ად-ნის მოქმედების მოუქნელობა და განმტკიცებული ქცევის აკვიატებულობა, ენათესავება მეხსიერების ფს-გიაში შემჩნეულ პერსევერაციას /იხ. პერსევერაცია/.

დ. უზნაძის „განწყობის ფს-გიის“ კონცეფციით, რ. შეიძლება გავიგოთ, რ-რც ფიქსირებული განწყობის თვისება. მაგ., ერთ გარკვეულ სიტუაციაში ფიქსირებული განწყობა ახალ სიტუაციაშიც ისე მოქმედებს, რ-რც იმ პირველ სიტუაციაში.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9