სტენიური აფექტი, უსიამოვნო განცდებით გამოწვეული რეაქცია რაიმე უსამართლობით უკიდურესად აღშფოთებულ ად-ნს რ. ეუფ ლება, ე. ი. იგი აგრესიული ხდება, თავს ესხმის მოწინააღმდეგეს და ისწრაფვის მას ზიანი მიაყენოს. ვ. მაკ-დოუაგლის აზრით, რ. ბრძოლის ინსტინქტით გამოწვეული აფექტია. რ. შეიძლება სხვადასხვა სიძლიერისა იყოს. პაროქსიზმის ხარისხს მიღწეულ რ-ს თან სდევს მკვეთრი სხეულებრივი გამოვლინებები: ძლიერდება მოტორული მოძრაობები, იცვლება ორგანიზმის ვეგეტატური სისტემის მუშაობა, აგრეთვე სისხლის შედგენილობა და მიმოქცევა, იცვლება ་ჰორმონალურ -სეკრეტორული სისტემის ფუნქციობა; ძლიერდება გულის ცემა, მაჯისცემაც, სუნთქვა, სახე შეშლილად და დაღრეჯილად გამოიყურება, აზრები ანგარიშმიუცემლად რბიან, მსჯელობის უნარი დაქვეითებულია. ადვილად აგზნებადი ად-ნი პატარა მიზეზითაც განრისხდება, ასეთ კაცს ფიცხს უწოდებენ.
რ. ბ-ვებშიც შეიმჩნევა, თვით „ძუძუს ბ-ვობის ხანაშიც კი /დაუწყნარებელი ტირილი, ყვირილი, მოძრაობათა სიმრავლე, გაწითლება/. აღ ზრდის მიზანია თავშეკავების უნარის განვითარება რ-ისაგან თავდაცვის მიზნით. რ. არ არის უცხო ცხოველისათვისაცა განრისხებული ცხოველი მიიწევს მოწინააღმდეგის სრული განადგურებისაკენ. მაგ., ძაღლისათვის ძვლის წართმევას რომ შეეცადოთ, ის ძლიერ „განრისხდება“ და არ დაგინდობთ.