A E

რა რე რთ რი რო
რორ როტ

რორშახის ტესტი

შვეიცარიელი ფსიქიატრის ჰ. რორშახის / 1884-1922/ მიერ შემუშავებული ტესტი /1920/ შედგება 10 სურათისაგან. თითოეული სურათი წარმოადგენს ნებისმიერი ფორმის მელნის ლაქას. მათგან ხუთი ერთი ფერისაა, მაგ., რუხისა, ხუთი დანარჩენი სხვადასხვა ფერისა, მაგ., წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწეანე, იისფერი, ცპ-ს ეძლევა დავალება დახედოს მიწოდებულ სურათს და უამბოს ექსპ-ტატორს, თუ რას ხედავს იგი ამ ლაქაში, რას აგონებს, რას შეუძლია მიამსგავსოს იგი. რ. ტ. წარმოადგენს პიროვნების კვლევის ე. წ. „პროექციული მეთოდის“ ერთ-ერთ სახეს. იგულისხმება, რომ რ. ტ აღძრავს სუბ-ში ფანტაზიას, განწკობას, აფექტებს, დაფარულ განცდას. თავის ჩვენებებში ცპ. ახდენს თავის პიროვნულ თავისებურებათა პროექციას. მიღებული მასალის ანალიზის საშუალებით ექსპ.-ტატორი აგნებს ცპ-ის დაფარულ პიროვნულ თვისებებს. ა, მხრივ, რ. ტ. დიაგნოსტიკური მნიშვნელობისაა /იხ. თემატური აპერცეფციის ტესტი/.

რ. ტ-ის ანალოგიურ სურათებს, ე. ი. უფორმო ლაქებს, იყენებდნენ თავის შემოქმედებაში, რ-იც ფანტაზიის აღმძვრელ საშუალებას, ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩი, ბოტიჩელი, იუსტინიუს კერნერი /1857/ ; რ-რც პიროვნების კვლევის ტესტი, პირველად გამოიყენეს ა. ბინემ და ჰენრიმ, შემდეგ ამერიკელმა მკვლევარებმა ე. კირპარტრიკმა, გ. უიპლიმ, ფ. ბარტლეტმა, ინგლისელმა ფს-გმა კ. პარსონმა / Parson/. ჰ. რორშახის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე რუსი ფს-გი თ. რიბაკოვი, რაც თავის შრომაში“ „პიროვნების ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის ატლასი“ შეიტანა ლაქა, რ-რც პიროვნების შესწავლის ტესტი.

რორშახის დამსახურება ისაა, რომ მან ლაქის ტესტი, რ-რც პიროვნების კვლევის მეთოდი, მეცნიერულ სიმაღლეზე აიყვანა, კლასიკური სახე მისცა და მეცნიერებაში. საყოველთაო აღიარება მოუპოვა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9