A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
საგ სად სავ საზ საი სამ სან საო სას საქ

სადიზმი

ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის გვარის მიხედვით. ტერ. შემოღებულია რ. კრაფტ-ებინგის მიერ. წარმოადგენს პერვერსიის ერთ-ერთ სახეს: სექსუალური გრძნობების დაკმაყოფილება მიიღწევა მხოლოდ მეორე მხარისათვის /პარტნიორისთვის ფიზიკური ტკივილის, ტანჯვის მიყენების პირობებში. ამიტომ სადისტური ანომალიით შეპყრობილი სუბ. /სადისტი/ თავის პარტნიორს ფიზ. ტკივილს აყენებს. ენათესავება მაზოხიზმს ორივე შემთხვევაში ავხორცობის დაკმაყოფილების აუცილებელ პირობად ფიზ. წამება წარმოადგენს. მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავებაც არსებობს: სადისტი სხვას აყენებს ტანჯვას, მაზოხისტი ფიზ–რად თვითონ უნდა იტანჯებოდეს. პირველი ანომალია აქტიურ ფორმად ითვლება, მეორე – მაზოხიზმი –პასიურ ფორმად. ამიტომ ამ ორი ანომალიის იდენტურ მოვლენად მიჩნევა და ამ ცნებებს ურთიერთის სინონიმად აღიარება, ფსიქიატრ კურტ სურის აზრით, არ არის მართებული.

გადატანითი მნ-ით ს-ტს უწოდებენ მოძალადეს, ვინც თავისი მოქმედებით სხვას აყენებს ტანჯვას, არაფრად აგდებს სხვის უბედურებას, ოღონდ საკუთარ მიზანს მიაღწიოს და საკუთარი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. ზ. ფროიდი პირველად ფიქრობდა, რომ ს-ს საფუძველი ნაადრევ ბ-ვობაში ეყრება, ბ-ვის განვითარების ე. წ. „პრეგენიტალურ ფაზაში“, მაშინ როცა, მისი აზრით, პირველად იღვიძებს „დაპყრობის“ სურვილი. შემდეგ პერიოდში ფროიდი ს-ს „სიკვდილისადმი ლტოლვის“ ტენდენციას უკავშირებდა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9