A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
საგ სად სავ საზ საი სამ სან საო სას საქ

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა

Rus. onpoc общественного мнения
G. Meinungsforschung
E. Public opinion research

სოცю ფს-გიის კვლევის საგანი. შეისწავლის ცხოვრების რაიმე საჭირბოროტო საკითხის ირგვლივ არსებულ საზოგადოებრივ აზრს, შეხედულებებს, აზრთა და შეხედულებათა თუ რ-ელ მიმდინარეობას მოსახლეობის რა რაოდენობა უჭერს მხარს. ს. ა. გ- ს საფუძვლად უდევს იდეა, დარწმუნებულობა, რომ სოც. დინამიკა გაბატონებული მოთხოვნის მიმართულებით მიდის და მას განხორციელების ყველაზე მეტი შანსი აქვს. ს. ა. გ. მოვლენათა პროგნოზირების პრაქტიკულ მიზანს ემსახურება. დიდად არ არის გავრცელებული დასავლეთის ქვეყნებში /ამერიკა, დას. ევროპა/. მი- სი კვლევის ფარგლებში საკითხთა ორი დიდი წრე შედის:

1. ბაზარი, მისი კონიუნქტურა და ყველაფერი, რაც მას ეხება. ამას „ბაზრის გამო» კვლევას“ უწოდებენ.

2. სხვა საზოგადოებრივ მოვლენას, რ-იც ბაზრის საკითხში არ შედის უწოდებენ „საზოგადოებრივი შეხედულების გამოკითხვას“.

თვით სიტყვა „შეხედულება“ მრავალმნიშვნელოვანია, ის შეიძლება ეხებოდეს ფაქტებს, მოქმედებებს, მოვლენებს, რ-თაც საზოგადოებრივ შეხედულებასთან არაფერი საერთო არა აქვთ. იყენებენ აგრეთვე მეცნ-ში პრაქტიკული მიზნებისათვის, ამიტომ ს. ა. გ-ის სინონიმად გავრცელდა აგრეთვე გამოთქმა „დემოსკოპია“ /ბერძ. demos ხალ- ხი/, ან კიდევ გერმ. Umfragsforschung — გამოკითხვითი გამოკვლევა, ინ-გლ. survey researeh, ს. ა. გ. დიდ როლს თამაშობს სახელმწიფოებრივ პირთა არჩევნებში /მაგ., პრეზიდენტის არჩევნებში/. ს. ა. გ-მ ფართო ხასიათი მიიღო 30-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც გ. გალუპმა / 1936, ამერიკა/ თვალსაჩინო გახადა, რომ გამოკითხვის სისწორე და საიმედოობა დამოკიდებულია არა გამოსაკითხავ პირთა დიდ რიცხვზე /რამდენიმე მილიონი/, არამედ პატარა რიცხვზე ერთი ათასიდან ორ-სამ ათასამდე/, მაგრამ შერჩეულზე, საზოგადოების „მინიატურული მოდელის“ მსგავსად შედგენილზე. გამოსაკითხავი ჯგუფი უნდა იყოს „რეპრეზენტატური“, მისი წევრების წყობა უნდა შეესატყვისებოდეს საზოგადოების ფაქტობრივ სტრუქტურას, უნდა გამოხატავდეს მთელ პოპულაციას.

კვლევის მეთოდად მიღებულია ზუსტი მეთოდიკა და ტექნიკა:

1. გამოკითხვა ანკეტის /კითხვარის/ მეთოდით.

2. ზეპირი გამოკითხვა /იხ. ექსპლორაცია/.

3. ექსპრ. კითხვარის გართულება და გამარტივება და ინფორმაციის შედგენა მიზნის მიხედვით, უნდა იქნას დაცული ექსპ-ის მომოთხოვნები ; შთაგონების აცილება, „უცოდინარობის წესი“ და სხვა.

4. პროექციის ტესტი.

5. სტატისტიკა – მიღებული შედეგი ციფრებით უნდა შეფასდეს და აღირიცხოს.

ს. ა. გ-ის ინსტიტუტები არსებობს ამერიკაში, გერმანიაში და სხვაგან.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9