1. წინასწარი გამოცნობა ანუ პროსპექტული ხედვა იმისა, რაც შემდგომ უნდა მოხდეს.
2. აზროვნების ფს-გიაში მიღებული იყო ცნება „ანტიციპაციური სქემა“, რ-იც დასმული ამოცანის სახით ასრულებს აზროვნების პროცესში „დეტერმინაციის“ როლს. ცნობიერების მდგომარეობა (bewusstsoinslogs) რ-იც აზროვნების პროცესში ჩნდება და როგორც ერთგვარი წინასწარი გადაწყვეტილება პრობლემისა განსაზღვრავს აზროვნების მიმართუღებას (იხ. ვიურცბურგის სკოლა).
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.