გამოყენებითი ფს-გიის ერთ-ერთ დარგი. წარმოიშვა მეოცე საუკუნეში, მანქანური წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით. დღეს მანქანაზე მუშაობა არ წარმოადგენს მხოლოდ ფიზ., კუნთურ მუშაობას, რ-რც ეს წინათ იყო. თანამედროვე განვითარებული წარმოების პირობებში რთული აგებულების მანქანამ შეცვალა ად-ნის შრომა. მანქანის მართვა ად-ნისაგან მოითხოვს, პირველ რიგში, მაღალ ინტელექტს. ს. ფ.- ის მიზანია შეისწავლოს ის ობიექტური კანონზომიერებანი ად-ნისა და მანქანის ურთიერთობაში, რ-ებიც უზრუნველყოფენ მანქანის მართვის ოპტიმალურ პირობებს და შრომის ნაყოფიერების ზრდას. ამიტომ ს. ფ. თავის კვლევა-ძიებას იქითკენ მიმა- რთავს, რომ დაამყაროს შესატყვისობა შრომის ორ კომპონენტს: მანქანასა და მის მმართველ ოპერატორ ად-ნს შორის.