ფს-გიის ერთ-ერთი დარგი. შეისწავლის საკითხებს, რ-ებიც მნიშვნელოვანი და ღირებულია, რ-რც მედიცინის, ისე ფსიქოლოგიის მთელი რიგი პრაქტიკული და თეორიული ამოცანის გადაჭრისათვის. ს. ფ-ში რამდენიმე განშტოება გამოიყო: პათოფსიქოლოგია, ნეიროფს-გია, ე. წ. ფსიქოლოგიური გენეტიკა, რ-იც სხვადასხვა ნორმალური და პათოლოგიური ფს-კური მოვლენების მემკვიდრეობით ფაქტორებს იკვლევს და საკუთრივ ს. ფ., რ-იც შეისწავლის ფს-კური ფაქტორის როლს ამა თუ იმ ფსიქოგენური და სომატური დაავადების აღმოცენებასა და მიმდინარეობაში. საკუთრივ სამედიცინო ფს-გიის კვლევის სფეროში შემოდის აგრეთვე კლინიკური ფს-გიის /ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზი/, ფსიქოფარმაკოლოგიისა და სამედიცინო დეონტოლოგიის საკითხები.