A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
საგ სად სავ საზ საი სამ სან საო სას საქ

სანგვინიკური ტემპერამენტი

L. sanguis სისხლი, ძალა

ჰიპოკრატეს მიერ დადგენილი ტემპერამენტის ოთხი ტიპიდან ერთ-ერთი, რ –აც, ჰიპოკრატეს აზრით, წარმოშობს სისხლის სიჭარბე ორგანიზმში. სხვა სითხეებთან /ლორწო, შავი ნაღველი, ყვითელი ნაღველი/ შედარებით, სისხლი უფრო მეტი რაოდენობითაა მოცემული ორგანიზმში. ს. ტ-ის ქარაქტეროლოგიური ნიშნებია: მიდრეკილება დადებითი ემოციისაკენ, მხიარული სულიერი განწყობილება, კონტაქტურობა, ოპტიმიზმი, იმედიანობა, ყოველთვის კარგის მოლოდინი, გულკეთილობა, კაცთმოყვარეობა, ადვილი აგზნება და ასევე ადვილი დამშვიდება. ე. კრეჩმერის მიერ დადგენილ ტიპებში, უფრო პიკნიკური კონსტიტუციის ტიპს შეესატყვისება. ი. პავლოვის კლასიფიკაციით კი – ძლიერი, ძვრადი, გაწონასწორებული ნ. ს-ის ტიპს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9