A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
საგ სად სავ საზ საი სამ სან საო სას საქ

საორიენტაციო რეაქცია ანუ რეფლექსი

ორგანიზმის პირველადი მოძრაობითი რეაქცია რაიმე ახალი, უცნობი გაბღიზიანებლის საპასუხოდა მაგ., მობრუნება გამღიზიანებლისაკენ მთელი ტანით ან თავით, თვალების გაფართოება, დაკვირვებული მზერა, სახის გაოცებული გამომეტყველება; ცხოველებში – გარინდება ყურების აცქვეტა, დადარაჯებული პოზა და სხვა. აგრეთვე სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის და სხვა ვეგეტატიური ცვლილებები. ეს მოძრაობები სუბ-ის შინაგანი მომართვის გარეგანი გამოსახულებაა, რ-ის მიზანია გაარკვიოს, /ე. ი. ორიენტირება მოახდინოს/, თუ რა არის ის გამღიზიანებელი, რ-იც ახლა შემოიჭრა სიტუაციაში.

გამოჩენილმა რუსმა ფიზიოლოგმა ი. პავლოვმა ამ რეაქციას საორიენტაციო ანუ „რა არის“ რეფლექსი უწოდა. მისი აზრით, ის თანდაყოლილი უპირობო რეფლექსია, რ-ის საფუძველზე შეიძლება პირობითი რეფლექსის განმტკიცება. ხოლო ად-ნში ის მოვლენათა ანალიზისა და შემეცნებითი ძიების საფუძველია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9