A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
საგ სად სავ საზ საი სამ სან საო სას საქ

სასამართლო ფსიქოლოგია

გამოყენებითი ფს-გიის ერთ-ერთი დარგი. მისი მთავარი დამაარსებელთაგანია ვ. შტერნი და კ. მარბე. ს. ფ. ფართოდ იყენებს სასამართლოს გამოცდილებას და კრიმინალური ფს-გიის მონაცემებს. გარდა კრიმინალური დანაშაულისა, რ-აც ძირითადად კრიმ. ფს-გია იკვლევს, ს. ფ. შეისწავლის მოქალაქეობრივი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს: დანაშაულის, მოტივაციას, მოქმედ პირთა შეურაცხადობას, ჩვენებათა სისწორეს, ბ-ვის ჩვენებისადმი ნდობას და სხვა. ამისათვის ს. ფ. იყენებს ექსპ. ფს-გიურ მეთოდებს, ასოციაციის კვლევის მეთოდს, რეაქციის ტესტებს და ე. წ. „ჩვენების ფ-გიის" მონაცემებს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9