უსიამოვნო გრძნობით აღბეჭდილი მდგომარეობა დამახ. დაწეული სულიერი განწყობილება, ცუდ გუნებაზე ყოფნა, დაქვეითებული მიზანსწრაფვა, შეზღუდული სურვილები, მოწყენა, უხალისობა, უმოქმედობა. ს. შეიძლება იყოს უსაგნო, გაურკვეველი წარმოშობის, უსაგნო ს. შინაგანი ფაქტორებითაა განსაზღვრული/ სუბ-ტის პიროვნული თვისებებით, ტემპერამენტის თავისებურებებით, ორგანიზმის რაიმე ფიზიოლ. ფუნქციის დარღვევით/, ს. შეიძლება აგრეთვე გარკვეული გარეპირობებით იყოს გამოწვეული, მაგ: იმედის გაცრუებით, მეგობრის ღალატით, ახლობლის დაკარგვით და სხვა. ს-ით გამოწვეული სულიერი განწყობილება მერყევია, ცვალებადი. შემჩნეულია, რომ სევდისმაგვარ წუხილს არც ცხოველთა სამყაროა სავსებით მოკლებული, მაგ., ძაღლის მოწყენა პატრონის დაკარგვის გამო, მის მიერ საჭმლის უარყოფა და სხვა.