ორგანიზმის ჯირკვლების და სხვა ორგანოების მიერ პროდუქტების გამოყოფა, რ-თაგან ზოგი, მაგ., ოფლი და შარდი გამოიყოფა გარეთ, რ-რც ორგანიზმისათვის ზედმეტი ნივთიერება, ზოგი კი, რ-რც ნერწყვი და კუჭის წვენი, გამოიყოფა ორგანიზმში, რ-რც საჭმლის მონელებისათვის საჭირო პროდუქტი. ამათგან განსხვავდება ე. წ. შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ჯირკვლების პროდუქცია, რ-იც უშუალოდ სისხლში გადადის და აწესრიგებს ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებს: ნივთიერებათა ცვლას. ორგანიზმის ფსიქო-ფიზ. განვითარებას. თანამედროვე ფიზიოლ-სა და ფს- გიაში ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.