ფილოს. შეხედულება, რ-ის მიხედვითაც ყოველი ჭეშმარიტი შემეცნება მხოლოდ გრძნობადი აღქმის გზით მიიღწევა. ეს ძველი ფილოს-დან /ეპიკურეელები და კირენიკელები / და სქოლასტიკიდან /თომა აქვინელი/ მომდინარე დებულება ახალ ფილოს-ში განაახლა ჯონ ლოკმა. წარმომადგენლები არიან დ. იუმი, ე. კონდილიაკი და სხვები. ფს-გიაში, ს. გულისხმობს, რომ ადამიანი დაბადებით „სუფთა დაფაა“ /tabula rase ჯონ ლოკი/; რომ სულის ყოველი შინაარსი, შინაგანი ან გარეგანი, გაღიზიანებით გამოწვეული შეგრძნებებისა და აღქმის საფუძველზე წარმოიშობა და სულიერი ცხოვრება მთლიანად ასეთი შინაარსებისაგან შედგება. საპირა ინტელექტუალიზმი, რაციონალიზმი.