A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სივრცის აღქმა

საგნობრივი შინაარსის აღქმის ფს-გიური ანალიზი, გარდა ცალკე შეგრძნებისა, კიდევ სხვა ფაქტებსაც გვიდასტურებს. მაგ., ფორთოხლის აღქმაში არა მარტო ფერს, გემოს, სუნს, სირბილეს, სიმქისეს ვამჩნევთ, არამედ იმასაც, რომ ამ საგანს სივრცეში გარკვეული ადგილი უჭირავს, გარკვეული ფორმა აქვს, განსაზღვრული სიდიდისაა, რომ მას განსაზღვრულ მანძილზე ვჭვრეტთ– ჩვენგან მარცხნივ ან მარჯვნივ, ზევით ან ქვევით და სხვა. უბრალო დაკვირვებაც გვარწმუნებს, რომ ყოველ საგანს გარკვეულ სივრცით მიმართებაში აღვიქვამთ, და მაშასადამე, გარდა საგნის აღქმისა სივრცესაც განვიცდით. სხვანაირად ყოველი კონკრეტული საგნის აღქმასთან ერთად სივრცის აღქმაც არის მოცემული, სივრცის დასრულებული აღქმა, კონკრეტული საგნის აღქმისაგან განსხვავებით, ინტერსენსორული აღქმაა, ე. ი. თვითონ სივრცის აღქმისათვის არ არსებობს რიმე ერთი სპეციალური ორგანო. ისე, რ-რც მაგ., ფერისათვის – თვალი, ბგერისათვის ყური, ყნოსვისათვის ცხვირი და სხვ. სივრცის დასრულებული აღქმა სხვადასხვა ორგანოების თანამშრომლობის საფუძველზე მუშავდება, სახელდობრ, მხედველობის, შეხების, და კუნთური შეგრძნებების ერთი მეორესთან დაკავშირების შედეგად.

თუ როგორ იქმნება ს. ა., ამის შესახებ არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია – ნატივიზმი და გენეტიზმი/იხ./.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9