A E

სა სე სი
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ

სიზმარი

ძილის /აუცილებელი/ თანამგზავრი. ძილის ცნობიერების დინამიკური გამოხატულება გარკვეული ფს-გიური სიუჟეტის სახით. შეიცავს სუბ-ის მიერ ნანახ, გაგონილ ან სხვა სახით აღქმული და განცდილი მოვლენის შინაარსს გადამუშავებულს სიზმრის ცნობიერებაში. რ-რც წესი, ს. თავს იჩენს "სწრაფი ძილის ფაზაი".

შემჩნეულია, რომ ს-ის მიმდინარეობა ელვისებურად ხანმოკლეა. ამის დასადასტურებლად ჩვეულებრივ მოჰყავთ Maury-ს შემდეგი შემთხვევა: მან ნახა ს., რომ საფრანგეთის რევოლუც ტრიბუნალმა ის გაასამართლა და სიკვდილი მიუსაჯა. იგი აჰყავთ ეშაფოტზე, ადებინებენ თავს და კისერზე დანა ეცემა. ამ დროს ეღვიძება და ხედავს, რომ კისერზე რაღაც საგანი დასცემია /მოტანილია დ. უზნაძის სახელმძღვანელოდან/. რაიმე საგნის სიუჟეტი წლების მოვლენებს იტევს. აქედან დაასკვნიან, რომ დროის და ადგილის განცდა ს-ში მათ რეალურ განცდასთან ადეკვატური არ უნდა იყოს. განცდის თვალსაზრისით, ს-ს თან ახლავს დარწმუნებულობა მის რეალობაში, თუმცა იგი ფაქტობრივად რეალობას სავსებით მოწყვეტილია. ს- ში, ისე რ-რც ბა-ვის „ილუზიის თამაშში“ ყველაფერი ყველაფრად შეიძლება გარდაიქმნას. მაგ., უსულო საგანი – სულიერად, პატარა — დიდად. მახინჯი – ლამაზად და სხვა. მოვლენათა მიმდინარეობა ალოგიკურია, თვითნებური, საგნებთ დამახინჯებულია, მათ შეუძლიათ დაკარგონ თავიანთი თვისებები: ტკბილი შაქარი შეიძლება მწარედ მოგვეჩვენოს და სხვა. ს-ში ფანტაზია სრულებით შეუზღუდველია, იგი ავტონომიურად, თავისუფალი ასოციაციის პრინციპით მუშაობს, ის ოცნების მსგავსია. კრიტიკის უნარი დაკარგულია, ყველაფერს, რასაც ხედავ, რეალობად მიიჩნევა ლოგიკური აზროვნება და ნებელობითი აქტიურობა ს-ის ცნობიერებისათვის უცხოა. აქტიურად მხოლოდ გრძნობები განიცდება. ს-ში კაცი განიცდის შიშს, სიხარულს, იგი წუხს, იტანჯება და სხვა. ამის საბუთი ის გამომხატველი მოძრაობებია, რ-თა დადასტურება გაღვიძების შემდეგ ხდება. ასეთია მაგ., გულისა და მაჯის აჩქარებული ცემა, ოფლი, სიხარულის განცდა გაღვიძებისას, როცა აცნობიერებ, რომ ახლახან განცდილი კოშმარი ს. ყოფილა და არა სინამდვილე. მიუხედავად ყოველივე ამისა, ს. მაინც ერთ ძაფს მიჰყვება და მისი ყოველი მომენტი საერთო ქარგას თანამიმდევრულად ექსოვება, ერთი აზრის შემცველ მთლიან სიუჟეტად იქმნება.

აღქმის რომელობის თვალსაზრისით ყველაზე უხშირესია ს-ში მხედველობით მიღებული შეგრძნებები, მცირე ნაწილი სმენისა და სხვა სახის მოდალობები მოდის, ს-ის მასალა წარმოდგენებისაგან შედგება. ს-ის სიჭარბე და შთამბეჭდავი ხასიათი დამახ. სიჭაბუკის ასაკისათვის და საზოგადოდ მეოცნებე და სენსიბილური ად-ნისათვის. ონტოგენეზური თვალსაზრისით, ს. ბ-ში 2-3 წლის ასაკში შეიმჩნევა: ძილში ტირილი, წამოძახილი / pavor octurnus/. ვარაუდობენ, რომ რთული ორგანიზმის ცხოველებში ს. სავსებით აღკვეთილი არ უნდა იყოს, ამის მაჩვენებელია ძაღლის ყეფა ძილში.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9