A E

სა სე სი
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ

სიზმრის თეორიები

ძველ დროში ს-ს უყურებდნენ რ-რც ბედის წინასწარ მაუწყებელს, უკავშირებდნენ ციურ მნათობთა მოძრაობას და წინასწარმეტყველების საფუძვლად იყენებდნენ. სიზმრის ახსნა სიბრძნესა და ვარსკვლავთმრიცხველობის საქმედ ითვლებოდა. საბუნებისმეტყველო მეცნ-ბათა განვითარების ეპოქიდან /მე-19 ს./ ს. მეცნ-ერული განხილვის საგანი ხდება. ს-ს შეხედეს, რ-რც ბუნებრივ-ფიზიოლ. მოვლენას. იგი გაგებულია რ-რც რეაქცია, ან დღისით, ღვიძილში მიღებული ძლიერი შთაბეჭდილების დანალექზე, ან თვით ძილის პერიოდში მიღებულ შინაგან ან გარეგან გაღიზიანებაზე. მაგ., ს. მდინარეში დგახარ და თევზს იჭერ. ახსნა: საბანი გქონდა გადახდილი და ფეხებზე გციოდა.

ზ. ფროიდმა წამოაყენა ს-ის ახსნის ფს-გიური თეორია. მისი აზრით, ს-ს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ის ასახავს სუბ-ის დაუკმაყოფილებე ლიბიდოზურ ლტოლვა-სურვილებს და ესწრაფის ს-ში მათ რეალიზაციას. ეს დაუკმაყოფილებელი არაცნობიერად ქცეული ლტოლვა-სურვილის შინაარსი, რ-ლის შესახებ სუბ-ტმა არაფერი იცის, არის ის ენერგეტიკუ ლი წყარო, რ-იც ს-ის დინამიკას არეგულირებს: დაკმაყოფილების სიმბოლურ პირობას უქმნის მას /იხ. სიზმრის ლატენტური შინაარსები/. ეს დაკმაყოფილება, მართალია, ილუზორულია, მაგრამ, რადგან სხვანაირი დაკმაყოფილების საშუალება არ არსებობს, ამიტომ ეს ილუზორული დაკმაყოფილება რეალური დაკმაყოფილების ძალას იძენს. ფროიდის თეორიიის თანახმად თუ ს-ში დაკმაყოფილება მიღწეულ იქნა—ძილი გრძელდება. თუ ვერ ან არ იქნა დაკმაყოფილებული, მაშინ ს. წყდება, ძილი ირღვევა და სუბ. იღვიძებს. ამ აზრით ს. ძილის დაცვის მექანიზმს წარმოადგენს.

ფროიდის მოწაფეების აზრით /ა. ადლერი, კ. იუნგი/ ს. არაცნობიერი სიტუაციის თვითგამოსახვაა. კ. იუნგი ფიქრობს, რომ ს. არის სუბ-ის მომავალი მიღწევების ანტიციპაცია, მათი წინასწარი კომბინაცია არაცნობიერში.

დ. უზნაძე თავის თეორიას „შუალობის პოსტულატზე“ აგებს /იხ. „უშუალობის პოსტულატი“/ მისი აზრით ად-ნის ყოველი მოქმედება სიზმარში თუ ღვიძილში მთლიანი პიროვნებითაა გაშუალებული. სიზმრის სიუჟეტს ქმნის გარკვეული „ფიქსირებული განწყობით" მოდიფიცირებული მთლიანი სუბ. სიზმრის შინაარსი — „ფიქსირებული განწყობის" საფუძველზე წარმოიქმნება და მთლიანი სუბ-ტის მოქმედებით არის განსაზღვრული. სიზმარი „გაურეალიზებელი ფიქსირებული განწყობის რეალიზაციას ემსახურება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9