A E

სა სე სი
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ

სიზმრის ლატენტური შინაარსები

G. Laenté Traumsedanken

ზ. ფროიდის მიერ შემოტანილი ტერ. ფსიქოანალიზში. ამ თეორიის მი- ხედვით, განდევნილი წარმოდგენები, არაცნობიერი შინაარსები /დაფარული აზრები, სურვილები, შიშები/, რ-ებიც წარმოდგენის სახით, არაცნობიერად აგრძელებენ ასებობას, მუდამ ისწრაფვიან დაუბრუნდნენ ცნობიერებას. სწორედ ამათ უწოდებს ფროიდი „ს. ლ. შ-ს". ძილის პირობებში, როდესაც ცნობიერების კონტროლი მოდუნებულია ს. ლ. შ. იჭრება სიზმარში, მაგრამ თავისი თავდაპირველი შინაარსით, „პრიმარული მოვლენები“-ს სახით, მათი ჩართვა, /მანიფესტირება/ სიზმარში, სიზმრის განცდისათვისაც მიუღებელია: სიზმრის ცნობიერება მათ წინააღმდეგობას უწევს. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მათი ჩართვა სიზმრის შინაარსში, საჭიროა მათი დამუშავება, გარდაქმნა „ზე-მე“- სთ- ვის მისაღებ სახედ, ამას აკეთებს ე. წ. „დაცვითი მექანიზმის" ტექნიკა: შეკუმშვა, „გადანაცვლება“, „სუბსტიტუცია“, „პროექცია“ და სხვა /იხ/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9