| | |
რაიმე იდეის პირობით ამსახველი გრძნობადი შინაარსი: მაგ., ქუდის მოხდა პირობით გამოხატავს მისალმებას; ფრინველი „მტრედი“ პირობით გამოხატავს მშვიდობის იდეას სწორედ ეს, ერთი მოვლენის შინაარსში მაგ. „მტრედში“ მეორე მოვლენის იდეის პირობით გულისხმობა ანიჭებს ამ შინაარსს /მტრედს/ უფლებას იყოს ნაგულისხმევი იდეის /მშვიდობის/ რეპრეზენტატი. ერთი მოვლენის შინაარსისთვის მეორე მოვლენის შინაარსის პირობით მიკუთვნება ანიჭებს მას /პირველ შინაარსს/ ს-ურ მნიშვნელობას. ამიტომაა შესაძლებელი ს-ოდ გამოვიყენოთ ხელოვნურად კონსტრუირებული საგანიც კი. მაგ., დროშა ან ემბლემა, რ-რც სახელმწიფოს ს., ან სამკერდე ნიშანი, რ-რც გმირობის იდეის გამომხატველი ს. თუ რატომ ხდება სახელდობრ ეს შინაარსი სწორედ ამ გარკვეული ს-ოს მატარებელი, ამის საფუძველი მოვლენათა შორის მრავალნაირ აშკარა თუ ფარულ მიმართებებში უნდა ვეძებოთ.
ს., რ-რც იდეის გამომსახველი საშუალება,სპეციფიკურ ად-ნურია, თუმცა ზოგ ცხოველშიც შეიძლება მოინახოს ს-ს შორეული ელემენტი, მაგ., ფიქრობენ, რომ ფუტკრის "ცეკვა" ს-ურად გამოხატავს თაფლის მოგროვებით გამოწვეულ სიხარულა.
ს-ებით მდიდარია ად-ნის ინდივიდუალური თუ სოც. ცხოვრების ყველა სფერო, მისი სახეები აურაცხელია თვით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. „გამომხატველი მოძრაობები“ – მიმიკა, პანტომიმიკა ს-ურად გამოსახავენ ად-ნის შინაგან მდგომარეობას. ფერებს ს-ური მნიშვ. მიეწერება, ყვავილებიც ს-ურად გამოხატავენ ად-ნის გრძნობებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ს-ს რელიგიაში. ეკლესია მთელი თავისი ატრიბუტებით ღმერთის იდეის ს-ურად ასახვას ემსახურება. ზიარება, ეკლესიის აზრით, ღვთაებასთან გაერთიანების ს., ჯვარი –ქრისტეს ტანჯვის ს.
ხელოვნება ის დარგია, რ-იც ს-ური სახეებით უხვად სარგებლობსა მხატვრული ლიტერატურის განვითარებაში ცნობილია „სიმბოლიზმად წოდე- ბული მთელი მიმართულება /მე-19 ს. ბოლო და მე-20 ს-ის დასაწყისი/. ფს-გიაში ფსიქოანალიტიკოსთა აზრით, ე. წ. „დაცვითი მექანიზმები“ ს-რად იჩენენ თავს სუბ-ის მოქმედებებში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვ- ისაა „სიზმრის სიმბოლიკა“ /ფროიდი/. მეცნ-ში ლოგიკა და მათემატიკა ს-ური ნიშნებით მუშაობენ.
ს-ს ასეთი გავრცელება უნდა აიხსნას იმით, რომ
1. ს. განყენებულ იდეას ანიჭებს თვალსაჩინოებას, ხატოვნებას, რითაც მის გაგებას /წარმოდგენას/აადვილებს.
2 .ს შეიცავს მოვლენის იდეას, აზრს, პრინციპს განზოგადებულად, შემოკლებით და ფარულად: რ-ის გაშლა-გავრცობა პერსპექტივაში შეზღუდული არ არის. ასეთია თხზულების სათაური, რ-იც უკვე ს-რად შეიცავს თხზულების მთავარ იდეას და მთელი თხზულება, მთელი მისი დინამიკა ამ სათაურის იდეის გახსნას ემსახურება.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |