Gk. sympatheia თანაგრძნობა სხვისადმი მიმართული დადებითი გრძნობა, სხვისი მოწონების განცდა. სუბ. ისწრაფვის თავისი მოწონების ობიექტისაკენ, ის მას იზიდავს, გრძნობს მისდამი მიდრეკილებას, მასთან ურთიერთობა სიამოვნებს. ს-ის გრძნობა ჩნდება უნებლიედ, ანალიზისა და მოტივების გაცნობიერების გარეშე. „სიღრმითი ფს-გიის“ მიმდევრები ს-ს თვლიან სუბ-ის „ენდოთიმური საფუძვლიდან“ მომდინარე განცდად; ს. სოც. გრძნობათა ჯგუფს განეკუთვნება საპირ ანტიპათია/იხ./.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.