A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სიმპტომი

Gk. symptôme დამთხვევა, ნიშანი

რაიმე მოვლენის დამახ. ნიშანი. ს-დან, ნიშნიდან ყოველთვის შეიძლება დავასკვნათ, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ფს-გიაში-რაიმეს მიღწევა, ქცევა-მო ქმედება „სიმპტომატური" მნიშვნელობისაა, იგი გარკვეულ ფსიქიკურ მოვლენაზე, პიროვნულ თავისებურებაზე მიუთითებს. ყოველი მიღწევის, მოქმედების საფუძველი სუბ-ის ფს-კური თვისებებია, ტემპერამენტი, ხასიათი, ემოციურობა, აზროვნების თავისებურება, ამიტომ ყოველ ქცევა-მოქმედებაში, მიღწევებში ტიპოლოგიურ-პიროვნული ს-ები შეიძლება ამოვიკითხოთ. მედიც-ში ცნობილია, რომ გარკვეული ავად-ობა ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. ეს ცვლილებები ავად-ბის ს., ნიშნებია. ავად-ობის დიაგნოზის დასმა მხოლოდ ს-ების საფუძველზეა შესაძლებელი, ამიტომ სიმპტომატოლოგია /მეცნიერება ს-ის შესახებ/ მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დისციპლინად ითვლება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9