| | |
ფს-გიაში ნიშნავს: ცნობიერების აქტიურ მოქმედებას, მოაწესრიგოს ახალი გრძნობადი შინაარსი, მოაქციოს ის ცნობიერების ნათელ ველში, განასხვაოს უკვე მანამდე ცნობილი ფს-კური შინაარსებისაგან, ან მიაკუთვნოს რომელიმე მათგანს ამ გაგებით. ა. საფუძვლად უდევს აზროვნების პროცესებს.
ტერ. ა. პირველად შემოიტანა ფილოს-ში გ. ვ. ლაიბნიცმა. იგი განასხვავებდა „მცირე აღქმას“ (petite perceptions), რ-რც არაცნობიერ აღქმას, აპერცეფციისაგან, რ-რც ცნობიერი აღქმისაგან ა-ად იგი თვლიდა ისეთ ფს- კურ პროცესს, რ-ის საშუალებითაც არაცნობიერი, ბნელი, ბუნდოვანი წარმოდგენა აღწევს ცნობიერებას და იქცევა ნათელ და გამოკვეთილ წარმოდგენად. ი. კანტმა ა-ის სხვა გაგება მისცა: იგი განასხვავებდა ორგვარ ა-ას – ფს-გიურს, ანუ ემპირიულს და ტრანსცენდენტალურს. ემპირიული ა-დ იგი თვლიდა ცნობიერებას თავისი ცვალებადი შინაარსებით; ტრანსცენდენტალურ ა-დ კი წმინდა, კონსტანტურ, სინთეზურ და აქტიურ „მე“-ს, რ-იც მოცემულ გრძნობად მრავალსახეობას ცნებაში აერთიანებს.
ფს-გიაში ა-ის ცნება შემოიტანა ი. ფ. ჰერბარტმა. მისი აზრით, ა. არის ახალი გრძნობადი შინაარსების, აღქმების და წარმოდგენების გადამუშავება ცნობიერებაში ძველი წარმოდგენების საფუძველზე. ამ ძველ წარმოდგენებს ის უწოდებდა „გამააპერცეფცი- რებელ“ წარმოდგენებს, ანუ „აპერცეფციულ მასას“.
ე. ვუნდტი აპერცეფციის ცნებას მჭიდროდ უკავშირებდა “ყურადღებას; მისი აზრით ა. ის ცალკეული ფს-კური აქტივობის უნარია, რ-იც ამა თუ იმ ფს-კურ შინაარსს სრულ გარკვეულობას ანიჭებს, მაშასადამე, ვ. ვუნდტის მიხედვით, ა. ეწოდება ყოველი ფს-კური შინაარსის ნათელ წვდომას. თანახმად ამისა ყველა სახის მაღალი შემეცნებითი ფორმა ა-იის პრინციპს ეყრდნობა; იგი მჭიდროდაა დაკაეშირებული მდგომარეობასთან, რ-აც ყურადღება ეწოდება – იგი ყურადღებითა და ნებელობით აღბეჭდილი ფს-კური მოქმედებაა. ამრიგადა აზროვნების პროცესის აქტიური მხარეა და საპირისპირო ცნებაა პერცეფციისა. ეს უკანასკნელი ვ. ვუნდტის აზრით, შინაარსების ისეთი წვდომაა, რ-იც მოკლებულია ყურადღების თანმხლებ მდგომარეობას. ა-ის ამ ნაირნაირ გაგებათაგან მეცნიერებას შემორჩა უფრო მეტად და განსაზღვრული მნიშვ. ჰერბარტისებური კონცეფცია („აპერცეფციული მასა"), რ-იც განსაკუთრებით პედ-შია გავრცელებული.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |