უსიამოვნო გრძნობა, წუხილი იმის გამო, რომ ცხოვრების სარბიელზე რაიმე ფაქტი ან მოვლენა მოხდა არა იმგვარად, რ-რც სასურველი იყო. ს. ჩნდება უკვე განვლილი მოვლენის შეფასების, ანალიზისა და მოვლენის სხვა შესაძლო ვარიანტის მასთან დაპირ-ბის საფუძველზე. ს-ის განცდაში აზროვნებისა და საერთოდ შემეცნებითი აქტების მონაწილეობის გამო იგი ინტელექტუალურ გრძნობათა ჯგუფს განეკუთვნება.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.