A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სინგულარიზმი გრძნობებში

L. singularis გამოყოფილი, ცალკე აღებული

მიმდინარეობა გრძნობის ფს-გიაში, რის მიხედვით არსებობს მხოლოდ ერთი ელემენტარული გრძნობა–სიამოვნება ან უსიამოვნება, ყველა გრძნობა ამ ორ ელემენტზე დაიყვანება. ს-ის წარმომადგენელთა აზრით, გრძნობის სხვადასხვა სახეები თვისობრივად ერთ განცდას – სიამოვნებას /უსიამოვნებას/ წარმოადგენს. მაგ., მუსიკალური სიმფონიის მოსმენით ან მხატვრობის შედევრის ჭვრეტით მიღებული სიამოვნება ისეთივე ხასიათის სიამოვნებაა, რ-რიც კარგი საჭმლის ჭამით განცდილი სიამოვნება. სხვანაირად ის მხოლოდ იმიტომ გვეჩვენება, რომ წარმოდგენები, რ-თაც ყოველი მათგანი უკავშირდება სხვადასხვანაირია და ეს გარემოება ქმნის მათი სხვანაირობის შთაბეჭდილებას. თვით ეს ორი გრძნობა – სიამოენება და უსიამოვნება – ორ თვისობრივად განსხვავებულ განცდად კი არ მიიჩნევა, არამედ ერთმანეთის უარმყოფელ ერთი სახის განცდად. სიამოვნება არის ის, რომ ამჟამად მე უსიამოვნება არა მაქვს და პირიქით, ამბობდნენ ს-ები / ა. შოპენჰაუერი/. ს-ის საწინააღმდეგო მიმდინარეობაა პლურალიზმი /იხ./.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9