![]() |
![]() | |
სპეციფიკური ად-ნური თვისება, რ-ის დანიშნულებას შეადგენს: ინდივიდის გარესამყაროსთან ურთიერთობაში სოც. ღირებულებათა პატივისცემა, საკუთარი მოვალეობების და ვალდებულებების შეგრძნების პოზიციიდან თავისი ქცევის ეთიკურ-ზნეობრივი მნიშვნელობის გაანალიზება და მისი იმ პრინციპზე დაფუძნება, რ-საც სხვის ქცევას უყენებ /ი. კანტი/ და, რ-იც თანამედროვე კულტურის დონეზე სოც. ცხოვრების პრინციპად და ნორმად არის მიღებული და დაკანონებული.
პიროვნების სტრუქტურულ წყობაში ს. უმაღლეს ინსტანციად „ზე-მედ“ ითვლება, რ-იც პიროვნებას ქცევის ნორმატივებს უწესებს და მის შესრულებას კონტროლს უწევს; მან ყოველთვის უშუალოდ იცის, თუ რომელი ქცევაა მისაღები თუ აუცილებელი; ხოლო სოც. ცხოვრების ნორმებთან ქცევის შეუსაბამობის გაცნობიერება და მისი განცდა იწვევს სინანულისა და სირცხვილის გრძნობას და „სინდისის ქენჯნასაც კი“, რ-იც მეტად შემაწუხებელი განცდაა.
ს. მხოლოდ ად-ნის კუთვნილებაა /ცხოველი მას მოკლებულია სავსებით/, იგი ად-ნს პიროვნებად და საზოგადოების წევრად -მოქალაქედ ხდის.
ს-ის მოქმედება გონების მაღალი აქტებით და უმაღლესი ცნობიერების ობიექტივაციის დონეზე მიმდინარე პროცესია, იმავე დროს იგი მწვავე ემოციური განცდაა, ამიტომ ს. ინტელექტუალურ გრძნობად მიიჩნევა.
ად-ნი რომ ს-ის კარნახს დაემორჩილოს და მისი პრინციპებით მითითებული ნორმები განახორციელოს, საკმარისი არ არის მარტო გრძნობა - გონების კარნახი, არამედ მათთან ერთად აუცილებელია მოქმედებაში, ს-ის გადაწყვეტილების შესრულებაში ნებისყოფის აქტიური ჩარევაც და ს-ის საწინააღმდეგოდ მიმართულ ინსტინქტურ ლტოლვათა დათრგუნვა, რ-იც მუდამ თავისი რეალიზაციისაკენაა მიმართული და ყოველ შეზღუდვას ეწინააღმდეგება.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |