A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სინესთეზია

Gk. თანაშეგრძნება

ერთი შეგრძნების ორგანოს გაღიზიანებით ორი სხვადასხვა მოდალობის შეგრძნებათა გამოწვევა. მდგომარეობს შემდეგში: რ-იმე ერთი შეგრძნების ორგანოს გაღიზიანება თავის შესატყვის შეგრძნებასთან ერთად იწვევს მეორე განსხვავებული ორგანოს შესატყვის სპეციფიკურ შეგრძნებასაც, რ-ის შესატყვისი გაღიზიანება ფაქტიურად არ მომხდარა. მაგ., ზოგ სუბ-ში სმენის ორგანოს გაღიზიანება ტონის შეგრძნებასთან ერთად აღძრავს მხედველობით შეგრძნებასაც, როცა ასეთ ადამიანს ესმის რაიმე მუსიკალური ნაწარმოები, მას, ბგერების შეგრძნებასთან ერთად, გარკვეული ფერების შეგრძნებაც უჩნდება, თუმცა ამ მეორე მოდალობის /ფერების/ შეგრძნების აქტუალურ გაღიზიანებას ადგილი არ ჰქონია. გამოდის, თითქოს, ბგერას ფერი ჰქონდეს. ს-ის ამ მოვლენას „ფერადი სმენა“, / audition colorée / ანუ ფოტიზმი ეწოდება ზოგჯერ პირიქით ხდება: მხედველობის გაღიზიანების შედეგად სუბ. ხედავს ფერს და მასთან ერთად ესმის ბგერაც, თუმცა სმენის ორგანოს გაღიზიანება არ მომხდარა. თითქოს ფერი ბგერას გა-მოსცემდეს. ს-ის ამ მოვლენას ფონიზმი ეწოდება. პირველთან ანალოგიით ამ უკანასკნელს შეიძლება „ჟღერადი ფერი" ვუწოდოთ. მხედველობით შე გრძნებას შეუძლია გამოიწვიოს აგრეთვე სუნის ან გემოს თანაშეგრძნება, ან პირიქით, სუნის ან გემოს შეგრძნებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედვე ლობის /ფერის/ შეგრძნება /olfaction colorée/. ამ სახით შეიძლება შეგრძნების ყველა ორგანო ურთიერთს დაუკავშირდეს. ს. მხოლოდ ზოგი ად-ნის დამახასიათებელი თვისებაა. ასეთ ად-ნს სინესთეტიკოსს უწოდებენ. ს-ს გვაგონებს მოვლენა, როცა ერთი შეგრძნების ორგანოს გაღიზიანება იწვევს მეორე მოდალობის წარმოდგენას /და არა შეგრძნებას როგორც ეს ს-ის შემთხვევაში ხდება/. მაგ. ბგერა „უ“ ზოგ ად-ში შავი ფერის წარმოდგენას უკავშირდება, ბგერა „ა“ თეთრი ფერის წარმოდგენას და ა. შ. ეს მოვლენა ნამდვილ ს-ად არ ითვლება, თუმცა ზოგი მას ს-ად თვლის.

ს. „შეგრძნებათა ინტერმოდალური ერთიანობის“ ერთ-ერთ ფაქტად ითვლება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9