A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სინთეზი

Gk. synthesis შეერთება

ფს-გიაში: გონებრივ ინტელექტუალური აქტი, რ-ის შედეგად ორი ან მეტი ელემენტი ან თვითორი საწინააღმდეგო ნაწილი. ერთ მთლიან ერთეულად ერთიანდება იგი არის ცნების შემუშავების უკანასკნელი საფეხური, როცა საგნისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნები სიტყვაში ერთდება სახელდების გზით. ს-ის აქტით მიღებული მთლიანობა მის შემადგენელ ნაწილთა უბრალო ჯამზე მეტია და ახალ რომელობას წარმოადგენს.

ვ. ვუნდტმა ფს-გიაში ახსნის მიზნით შემოიტანა „ცნობიერების შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი“, რ-იც საფუძვლად დაუდო შეგრძნებით მიღებულ ელემენტთა აღქმაში გაერთიანებას; ამ პრინციპის თანახმად, გაერთიანებული, ე. ი. სინთეზირებული მთლიანი, ყოველთვის მეტია თავისი ელემენტების ჯამზე. ის ახალი რომელობაა. ამის საილუსტრაციოდ ვუნდტს მოჰყავს ბგერათა გაერთიანების შედეგად მიღებული მელოდიის აღქმის მაგალითი, რომ მელოდია არის ბგერათა უბრალო ჯამისაგან განსხვავებული ახალი სინთეზირებული მთლიანობა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9