Gk. synkrētismos გაერთიანება, შერწყმა ძველი და საშუალო საუკუნეების ფილოს-ში ს-ს უწოდებდნენ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებათა გაერთიანებას, შერწყმას. მაგ, მე- 16 საუკ. სინკრეტისტებს უწოდებდნენ ფილოს-ებს, რ-ნიც ცდილობდნენ პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებათა შერიგებას. თანამედროვე ფს-გიაში ტერ. ს-ს აღქმისა და აზროვნების დაბალი, პრიმიტიული ფორმების აღსანიშნავად იყენებენ. /იხ. სინკრეტული აზროვნება/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.