ფს-გიაში ეწოდება ისეთი დაბალი ფორ-მის აზროვნებას, რ-იც აგებულია არა მიზეზ-შედეგობრივი პრინციპის, არამედ საგანთა ერთიმეორის გვერდით არსებობის საფუძველზე, მაგრამ აღიქმება მიზეზ–შედეგობრივი კავშირის მნიშვნელობით. ამ პრინციპის მიხედვით, ყველაფერი შეიძლება ყველაფერთან მიზეზობრივ კავშირში დააყენო. ს. ა. არ არის აბსტრ. ცნებითი აზროვნება, იგი საგნის გლობალური აღქმის, თვალსაჩინო ხატის საფუძველზე აგებული დიფუზური აზროვნებაა. ს. ა-ში საგნის აღქმა ერთი ნიშნის მიხედვით ხდება /ისიც შეიძლება არაარსებითი ნიშანი იყოს/, ამიტომ ს. ა-ის აღქმაში ან წარმოდგენაში მოცემული საგნის ხატი არ არის ანალიზისა და სინთეზის გზით ცალკე ნიშნებისაგან აგებული, შინაგანად დანაწევრებული მთლიანი საგანი. ს. ა. თავისი ბუნებითა და შინაარსით თვალსაჩინო ხატოვანი აზროვნებაა, რ-იც დამახასიათებელია პრიმიტიული ადამიანისათვის /ლ. ლე-ვი-ბრიული/ და ბავშვისათვის გარკვეულ ასაკამდე, 3 – 7 წლამდე /ჟ. პიაჟე, ე. კლაპარედი/.