A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სირცხვილი

თავის თავისკენ მიმართული უსიამოვნო გრძნობა, ზოგ შემთხვევაში უკიდურესად შემაწუხებელი, ჩნდება სოც. კონტაქტების პირობებში, მხოლოდ ად-ნისათვისაა დამახ. ცხოველთა სამყარო მას სავსებით მოკლებულია. ს-ის გრძნობას იწვევს საკუთარი საქციელის, რ-რც საზოგადოებრივად გაუმართლებელი ქცევის გაცნობიერება; მაგ., როდესაც ვინმეს აყენებ ზიანს, სოც. თვალსაზრისით იქცევი შეუწყნარებლად, უსამართლოდ, ანტისაზოგადოებრივად, ამის გაცნობიერება საკუთარი ღირსების პატივისმცემელ სუბ-ში იწვევს სინდისის ქეჯნას და ს-ის გრძობას.

ად-ნური ღირსების დამამცირებელი ქცევის გაცნობიერება იწვევს ს-ის გრძნობას; სუბ. განიცდის საკუთარი პიროვნების ად-ნური საწყისობის და ღირსების შელახვას, დაკნინებას, დამცირებას, ურჩევნია საზოგადოებაში არ გამოჩნდეს, „გაქრეს“, „მიწა გაუსკდეს" და სხვა.

ს–ის გრძნობას ახასიათებს გარეგანი გამომსახველი ნიშნები: პირისახის გაწითლება, თვალების დახრა, თავის ჩაქინდვრა. განსხვავდება მორცხვობისაგან ; მორცხვობის ნაცვლად ცნება ს-ის გამოყენება უმართებულოა.

ანთროპოლოგიურ-ბიოლოგიური მნიშვ. ს-ის გრძნობა სოც. დაცვით რეაქციად შეიძლება მივიჩნიოთ. იგი სოც.საზოგადოებრივ საფუძველზეა წარმოშობილი და განვითარებული.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9