თვით დაკვირვების მეთოდის ისეთი სახეობა, როცა ექსპერ-ტატორი ცპ-ს აძლევს გადასაწყვეტად გარკვეულ ამოცანას /მაგ., ორ სიტყვა-ცნებას მოუნახოს მათი ზემდებარე ცნება, ან შეადგინოს მათგან აზრიანი წინადადება ან მოთხრობა/ და გადაწყვეტის შემდეგ, წინასწარ შედგენილი გეგმის /კითხვარის/ მიხედვით, აწარმოებს ცპ-ის სისტემატურ გამოკითხვას იმის შესახებ, თუ რა განცდები, წარმოდგენები და აზრები გაუჩნდა მას ცდის პროცესში და რა ხერხებს მიმართა იმისათვის, რომ ამოცანის სწორი გადაწყვეტა მოენახა.
ს. ე. თ. მ. შეიმუშავეს „ვიურცბურგის ფსიქოლ. სკოლაში“ აზროვნებისა და ნებელობის რთული პროცესების შესწავლის მიზნით. გამოკვლევებით, რ-ებიც აღნიშნული ექსპერ. მეთოდით იყო ჩატარებული, დამტკიცდა, რომ წინააღმდეგ ასოციაციური ფს-გიისა, აზროვნებისა და ნებელობის პროცესები, არც შინაარსეულად და არც მათი მიმდინარეობის დინამიკით არ დაიყვანება თვალსაჩინო გრძნობად წარმოდგენებზე და მათ შორის არსებული კავშირების მექანიკურ მოქმედებაზე /იხ. ვიურცბურგის ფსიქოლოგიური სკოლა, თვითდაკვირვება/.