A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სიტუაცია

L. situs მდებარეობა, მდგომარეობა

ფს-გიაში გულისხმობს გარემოს იმ ნაწილს, რ-შიც ჩაყენებულია ცოცხალი არსება. შეიცავს მისი არსებობის პირობებს და მოქმედების სარბიელს. ს. სუბ-ის მოქმედების ერთ-ერთი ფაქტორია, ის ობიექტურად მოცემული გარემოს ნაწილია, რ-იც ცოცხალი არსების აქტუალურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს; . ამიტომ ობიექტური გარემო ყოველთვის ერთია, ს. კი იმდენი, რამდენი მოთხოვნილებაც ად-ნს უჩნდება. ამ შინაარსით იგი ყოველი ცოცხალი არსების ქცევის განმსაზღვრელია; სოც. ფს-გიაში, იგი ნიშნავს პირობებს, რ-შიც სოც. ჯგუფის, საზოგადოების მოქმედება მიმდინარეობს.

დ. უზნაძის განსაზღვრებით ს. არის სუბიექტის რაიმე მოთხოვნილებით გამოწვეული შინაგანი მდგომარეობის ერთიანობა მისი დაკმაყოფილებისთვის საჭირო გარეგან პირობებთან; მაგ., თუ კაცს წყალი სწყურია და წყალი შორსაა, ხოლო დრო მეტად განსაზღვრული აქვს, ის გაიქცევა და სირბილით გაივლის გზას წყარომდე და უკან. მისი ქცევა-სირბილი, როგორც მოქმედება, განაპირობა, განსაზღვრა სიტუაციამ, რ-იც ამ შემთხვევაში არის წყურვილის მოთხოვნილებით გამოწვეული შინაგანი მდგომარეობის, წყლის სიშორის და დროის უქონლობის ერთიანობა, მათი ერთადერთ, კომპლექსურ სისტემაში შერწყმა. ს-ის ცნება ამ გაგებით დ. უზნაძემ „განწყობის თეორიის“ ძირითად ცნებად გამოიყენა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9