![]() |
![]() | |
მიმართულება ფს- გიაში, შეისწავლის იმ ფს-კურ მოვლენებს, რ-ებიც ცნობიერებასთან მიმართებაში იმყოფებიან, ცნობიერებაზე ზეგავლენას ახდენენ, მაგრამ თვითონ ცნობიერების ფენომენებს არ წარმოადგენენ. ასეთად მიღებულია წინაცნობიერის, ქვეცნობიერისა და არაცნობიერად წოდებული მოვლენები ფს-გიაში. თვით სახელწოდება „სიღრმითი ფსიქოლოგია“ წარმოიშვა ფს-კის ფენობრივი აგებულების იდეიდან, რ-ის მიხედვითაც ად-ნის განვითარების ადრეული საფეხურის წარმონაქმნებს პიროვნების წყობაში, უფრო ქვედა ფენა უკავია, ხოლო განვითარების შემდეგი პერიოდის წარმონაქმნებს — ცნობიერებასთან უფრო ახლო მდებარე ზედაფენები. ამ ფენათა სიღრმითი ურთიერთმიმართების სტრუქტურული წყობა პიროვნების მოდელს ქმნის. ტერმინი „სიღრმის ფსიქოლოგია“ შემოიტანა ე. ბოილერმა. დღეს ამ ტერმინით აღნიშნავენ იმ ფსიქოლოგიურ თეორიებს, რ-იც მიზნად ისახავენ ე. წ. არაცნობიერი ფსიქიკის შესწავლას. ს. ფ-ის ცნებამ ფართო გავრცელება პოვა თანამედროვე ფს-გიაში /ფსიქოანალიზი, პერსონალისტური ფს-გია, ანალიზური ფს-გია/. მისი კვლევის საკითხებია:
1. დინამიკა, სტრუქტურა და დამოკიდებულება ლტოლვა-აფექტსა, გრძნობებსა და ნებისყოფას შორის.
2. მოქმედებები, რომელთა მოტივაცია და ფუნქციური კომპონენტები თავიდან მოცემული არ ყოფილა, მათი გაანალიზება არ მომხდარა და ქცევა მათ გარეშე ხორციელდება.
3. დაცვითი მექანიზმები, მათი მოქმედება და მნიშვ. /სუბლიმაცია, გადატანა, კომპენსაცია, პროექცია და სხვა/.
4. სიზმარი, ოცნება, დავიწყება, უნებლიე შეცდომები, ხატოვან- სურათოვანი აზროვნება, არაცნობიერი ტენდენციები, დაძაბულობანი, რ-ებიც პიროვნებაში არაცნობიერად ვითარდებიან, განცდასა და ქცევაზე ზეგავლენას ფარულად ახდენენ და ბოლოს რაღაც პატარა მიზეზით, უმნიშვნელო ბიძგის ზეგავლენით შეუძლიათ დიდი აფექტი გამოიწვიონ.
ს. ფ-ის ცნებას ფართოდ იყენებს განვითარების ფს-გია, რ-იც დიდ მნიშვნელობას მიაწერს ადრეული ბავშვობის განცდებს და ჩვევებს პიროვნების ფორმირებაში. ამ ცნებით სარგებლობენ აგრეთვე კულტურისა და სოც. ფს- გიის დარგები.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |