A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სიცილი

ინტელექტუალური გრძნობების /იუმორი, ირონია და სხვ. „გამომხატველი მოძრაობა“ /მიმიკა/, რაც ხშირად უკავშირდება სხეულის სხვადასხვა ორგანოების მოძრაობები : ხმის თავისებური მოდულაცია, თავის უკან გადაგდება, ხელების გაშლა და სხვა; ს. გადამდებია, იწვევს სხვაში წაბაძვის იმპულსს /იხ. იდეომოტორული კანონი/, სასიამოვნო გრძნობების გამომხატველია; წარმოიშობა არა წინასწარი განზრახვის, გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ უნებლიე და რეფლექტორულად; თანდაყოლილი რეაქციის ფორმაა, /ბ-ვი დაბადების პირველ დღეებშივე იღიმება, დ. უზნაძე/; სპეციფიკურ ადამიანური მოვლენაა; ცხოველი მას სავსებით მოკლებულია. სიცილი უმთავრესად გამოწვეულია მოლოდინის შეუფერებლობით იმასთან, რაც ფაქტიურად ხდება; მოითხოვს სუბ-საგან სიტუაციის წვდომას, მასში გარკვეული კონტრასტების დანახვას, მჭიდროდაა დაკავშირებული ტემპერამენტის ტიპითან. ს. შეიძლება იყოს ნორმალური, ფიზიოლ. / ღიტინით გამოწვეული/, პათოლოგიური /ფსიქოზური, ისტერიული/. ნორმალური ს. მრავალნაირია, სულხან-საბა ორბელიანი აღნიშნავს ს-ის შემდეგ სახეებს; „ღიმილი, სიცილი მცირე ხმიანი, დაბალი, მაღალი, ხარხართ, თქართქარი /სიცილი მრავალთაგან შემკობით, ღინცილი/, არს სიცილი მიწყივ უწესო /ფრუტუნი/, ვის არ ენებოს სიცილის გამოჩინება და ერთს საცინელ საქმეზე წარცინოს და დაიდუმოს."

უნდა აღინიშნოს, რომ ს., რ-რც გამომხატველი მოძრაობა, ფს-გიაში სათანადოდ გაანალიზებული არ არის. არაა მოცემული მისი მეცნ. კლასიფიკაცია, არც მისი ბიოლოგიური მნიშვნელობაა შესწავლილი. არ არის შეთანხმება იმაზედაც, თუ რა საფუძველზე წარმოიშობა ს. რატომაა, რომ ერთი და იგივე სიტუაცია ერთში იწვევს ს-ს, მეორეში არა; სიტუაცია, რ-იც ვთქვათ, გუშინ სასაცილოდ ეჩვენებოდა ვინმეს, დღეს მასვე სრულიად აღარ ეჩვენება სასაცილოდ, ზოგჯერ კაცს უმნიშვნელო რამ გააცინებს, ზოგჯერ კიდევ ობიექტურად დიდად სასაცილო რამ მასში სიცილს არ აღძრავს. ჩანს მარტო სიტუაცია, მოვლენათა კონტრასტები, ს-ის წარმოშობისათვის არ ყოფილა საკმარისი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორი სხვაგან უნდა ვეძიოთ.

დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით გარესიტუაციით და შინაგანი მოთხოვნილების ერთიანობით შექმნილი განწყობა არის ის საფუძველი, რ-იც განსაზღვრავს ყოველ ფსიქიკურ მოვლენას და, რასაკვირველია, სიცილსაც. სუბ-ის განწყობა უდევს საფუძვლად იმას, რომ ერთნაირად სასაცილო სიტუაცია ზოგჯერ იწვევს სუბ-ში სიცილს, ზოგჯერ–არა; ერთში იწვევს, მეორეში –არა. თუ შინაგანად განწყობილი არა ხარ, უაღრესად კომიკური სიტუაციაც ვერ გამოიწვევს ს-ს. თუ გაქვს სათანადო განწყობა, მაშინ უმნიშვნელო კომიზმიც კი სასაცილოდ გეჩვენება. ს-ის აღნიშნული პრობლემების განწყობის საფუძველზე ექსპერ–ული დასაბუთება განწყობის ფს-გიის მომავალი კვლევის საკითხია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9